რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ
1765912005
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ვაშინგტონში მოლაპარაკებებზე მიიწვია.
ფიცომ სოციალურ ქსელ Facebook-ში ტრამპის წერილი გამოაქვეყნა. ტრამპი სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარეს ვაშინგტონში სლოვაკეთსა და აშშ-ის მთავრობათაშორისი ხელშეკრულების ხელმოსაწერად ეპატიჟება. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის ბირთვული ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობას ეხება.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ში მოწვევისა და მასთან მოლაპარაკებების გამართვის შესახებ წერილი გადმომცა“, - წერს ფიცო.
ფიცოს თქმით, მისი ვიზიტი აშშ-ის დაარსებიდან 250 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებსა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას დაემთხვევა.