დემენციის ადრეული ნიშნები, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ – როდის უნდა მივმართოთ ექიმს
1793394532
ჩვენ განვიხილეთ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, როგორც ერთმანეთთან დაუკავშირებელი კონფლიქტები, ასევე ისეთები, როგორებიცაა სუდანი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და რუანდა. არ ვიტყოდი, რომ ჩვენ ახლოს ვართ ამ პრობლემების უნივერსალურად აღიარებული გადაწყვეტილებების პოვნასთან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ წარმოდგენილ „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის არიან ქვეყნები, რომლებიც ერთად მუშაობენ ზოგიერთი მათგანის გადასაჭრელად, განსაკუთრებით მიწოდების ჯაჭვებისა და კრიტიკული მინერალების სფეროში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ირანს მართავს რეჟიმი, რომელიც კომერციულ გემებზე ახორციელებს თავდასხმებს, რაც დაუშვებელია. რუბიომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუ როგორ წარიმართება ირანთან ურთიერთობა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ისინი არ შეწყვეტილა.
„ირანი აფეთქებს გემებს, მათ შორის გემებს, რომლებზეც, მაგალითად, ინდოელი მეზღვაურები იმყოფებიან, მათ შორის გემებს, რომლებსაც გადააქვთ ენერგია, რომელიც განკუთვნილია ამ მაგიდასთან წარმოდგენილი ქვეყნებისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ქვეყანა ღიად ამბობს: „ჩვენ ავაფეთქებთ კომერციულ გემებს“. დაფიქრდით ამაზე. დაფიქრდით იმ სამყაროზე, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. ეს ასი ან ოთხმოცი წლის წინანდელ პერიოდს ჰგავს. სწორედ ეს ხდება და ყველა ქვეყანა იქ გამოწვევის წინაშე დგას. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, არ ვიცი, არსებობს თუ არა ვადები. პრეზიდენტზეა დამოკიდებული, მან მიიღოს გადაწყვეტილებები ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები სინამდვილეში არასდროს შეწყვეტილა. აქტიური საუბრები მიმდინარეობს როგორც, ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ, ასევე ხშირად შუამავლების მეშვეობით. ირანმა აჩვენა, რომ მათ აშკარად აქვთ ამბიციები, გახდნენ ბირთვული იარაღის მქონე ძალა და ეს არასდროს არ უნდა მოხდეს. ეს არის ქვეყანა და რეჟიმი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის ცენტრშია“, – განაცხადა რუბიომ სიტყვით გამოსვლისას.