დონალდ ტრამპი ვენესუელაში ჩასვლას გეგმავს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელაში ჩასვლას გეგმავს.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებსა და ვენესუელას შორის ურთიერთობა ძალიან კარგია.

„მე ვენესუელას ვესტუმრები“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„იქ ჩვენი მსხვილი ნავთობკომპანიები შედიან. ისინი ნავთობს გაიტანენ და გაყიდიან, ვენესუელა კი ამ ფულის დიდ ნაწილს მიიღებს. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ვენესუელის პრეზიდენტთან. ვენესუელასთან ამჟამად არსებული ურთიერთობა, ვიტყოდი, რომ ათიანზეა“, – განაცხადა ტრამპმა.

„როიტერის“ კითხვაზე, აღიარებს თუ არა დელსი როდრიგესს ვენესუელის ოფიციალურ ლიდერად, ტრამპმა უპასუხა:

„დიახ, ჩვენ ეს გავაკეთეთ. მათთან ვთანამშრომლობთ და მათ შესანიშნავი სამუშაო გასწიეს“.