დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ პუტინი იქამდე არ დაასრულებს ომს, ვიდრე უკრაინის რაღაც ნაწილს არ წაიღებს

დონალდ ტრამპი

პუტინი იქამდე არ დაასრულებს ომს, ვიდრე უკრაინის რაღაც ნაწილს არ წაიღებს, - განაცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შტატები უკრაინას მთელ თავის იარაღს ვერ გადასცემს.

„პუტინს სურდა რამე მიეღო. ის იბრძოდა და უკვე მოიპოვა გარკვეული ტერიტორია უკრაინაში. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მთელს ჩვენს შეიარაღებას უკრაინას ვერ გადავცემთ. უბრალოდ ვერ შევძლებთ ამას. მე ძალიან კეთილგანწყობილი ვიყავი ზელენსკისა და უკრაინის მიმართ, მაგრამ თუ იარაღი ჩვენც აღარ გვეყოფა, მაშინ არ შეგვიძლია შეერთებული შტატები საფრთხის წინაშე დავაყენოთ“, განაცხადა ტრამპმა.