„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა აღიარა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრები გაანადგურეს.
„ადგილზე ყველა სამაშველო ოპერაცია დასრულებულია და დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო სია არსებობს. დაიღუპა 23 და დაიჭრა 58 ჯარისკაცი. მათგან ოთხი მძიმედ დაშავდა. სხვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმ დღეს დიდი დანაკარგი გვქონდა“, - აცხადებს კადიროვი.
კადიროვის თქმით, ჩეჩნებმა შური იმავე დღეს იძიეს და „ჯოჯოხეთში გაუშვეს 70-მდე ბანდერელი“.