ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ დიდი ბრიტანეთია. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე ბალმორალის სასახლიდან ედინბურგში, ჰოლირუდის სასახლეში გადაასვენეს.
დღეს კი დედოფლის ცხედარს ედინბურგის ტაძარში დაასვენებენ, სადაც შოტლანდიელებს მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ.
დღესვე ედინბურგში ჩავლენ მეფე ჩარლზი და დედოფალი კონსორტი კამილა. დედოფალთან საბოლოო გამოსამშვიდობებელი პანაშვილი 19 სექტემბერს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, რის შემდეგაც მას ვინდძორში, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალავენ.