დანიურ კომპანია, რომელსაც ხელმძღვანელი არ ჰყავს - ორგანიზაციის მართვის ახალი მოდელი ყურადღების ცენტრშია

კომპანია

დანიურ კომპანიას უფროსები საერთოდ არ ჰყავს.  დაწესებულებაში, რომელსაც “ქლევერ” ჰქვია,  კორპორაციული იერარქია საერთოდ არ არსებობს. იქ ვერ შეხვდებით დირექტორს, საშუალო რგოლის მენეჯერებს და ა.შ. ამის ნაცვლად, მის მართვაში 500-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული.

კომპანიის მართვის ეს მოდელი თავად ორგანიზაციის დამფუძნებელს ეკუთვნის. მან 2019 წლიდან მმართველობის სხვადასხვა საფეხური ეტაპობრივად გააქრო.

მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია ქაოსურად არ მუშაობს. პირიქით, 500-მდე ადამიანი 50-ზე მეტ დამოუკიდებელ გუნდშია გაწევრიანებული. თითოეულს თავისი ამოცანები და დავალებები აქვს. გადაწყვეტილებები კოლექტიურად მიიღება.

თანამშრომლების 92%-ი აღნიშნავს, რომ სამსახურში სიარული უხარიათ. მათივე თქმით, თანასწორობის ეს მოდელი შიდა კონკურენციას ამცირებს და გუნდურ მუშაობას აძლიერებს.