ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ლიეტუვის უდიდესი ქალაქების ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებში განათდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„ლიეტუველები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ლიეტუვის უდიდესი ქალაქების: ვილნიუსის, კაუნასისა და კლაიპედის ისტორიული ობიექტები საქართველოს დროშის ფერებით განათდა“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





