VIDEO: „მოვიდა ანალიზის პასუხი...“ - „დანტესი“ მიმართვას ავრცელებს
1783017034
სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, დამასკოს ცენტრში, ხალხმრავალ კაფეში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა. მათივე ცნობით, თავდასხმის შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა და არც პასუხისმგებლობა აუღია არცერთ პირსა თუ დაჯგუფებას.
სირიის ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო დახმარების დეპარტამენტის დირექტორმა, აჰმედ ბაკურმა, მედიას განუცხადა, რომ ყველა დაჭრილი სირიის დედაქალაქის რამდენიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „როიტერი“ წერს, 2024 წლის ბოლოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ, დამასკოში მასშტაბური თავდასხმები აღარ მომხდარა.