ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას მრევლმა უნდა წაიკითხოს
1779429416
დაკარგული ძაღლი, რომელმაც ბერინგის ზღვის გავლით 241 კმ იმოგზაურა, შინ დაბრუნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ავსტრალიური ნაგაზი, სახელად ნანუქი, რომლის ოჯახიც წმინდა ლოურენსის კუნძულის ქალაქ გემბელში (ალასკა, აშშ) ცხოვრობს, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. ის გემბელის მეზობელ ქალაქ სვანუგადან გაუჩინარდა.
1 თვის შემდეგ, ბერინგის ზღვის მიღმა მდებარე ქალაქ უელსის მცხოვრებლებმა ინტერნეტში დაკარგული ძაღლის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელიც სწორედ ნანუქი აღმოჩნდა. საბოლოოდ ძაღლი ოჯახს დაუბრუნდა.
სავარაუდოდ, ნანუქმა ზღვის გადალახვა ყინულის დიდი ნაჭრის მეშვეობით შეძლო.