ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
სტამბოლში ძლიერი წვიმისა და მასშტაბური წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
სტამბოლის მერიაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ რაიონში ნალექის რაოდენობამ 1985 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ძლიერი წვიმის შედეგად სტამბოლის დიდი ნაწილი პარალიზებული იყო. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და გზები, დაიღუპა, სულ მცირე, ორი ადამიანი. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ სამუშაო ადგილებზე ჩარჩენილი ასობით ადამიანის გადარჩენას. მათ დახმარებას უწევდნენ მოქალაქეებიც, რომლებიც სპონტანურად ერთვებოდნენ სამაშველო საქმიანობაში.
14 ოქტომბრის ღამიდან 15 ოქტომბრამდე უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დატბორა. წყლით დაიფარა გზები და მიწისქვეშა გადასასვლელები, რის შედეგადაც ავტომობილები წყალში ჩარჩა და სატრანსპორტო მოძრაობა ქაოსური გახდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 14 წლის მოზარდი სტამბოლის ფათიჰის რაიონში, პარკში დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა, მეორე კი სარიიერის რაიონში ტროტუარზე დაეცა და თავი დაარტყა.
15 ოქტომბერს დილით სტამბოლში ძლიერი წვიმა კვლავ გრძელდებოდა. გუბერნატორის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დღეს სასწავლო პროცესი შეჩერდება, სახელმწიფო უწყებების ზოგიერთ თანამშრომელს კი შვებულებაში გაუშვებენ. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, აუცილებლობის გარდა, სახლიდან არ გასულიყო. სარდაფის ტიპის ბინებში მცხოვრებლებს კი ურჩია, ღამე სხვა, უსაფრთხო ადგილას გაეტარებინათ.
ამასთან, სტამბოლში მოტოციკლეტებით გადაადგილება აიკრძალა.