„ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
1773169772
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას, - განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
„რაც შეეხება სახმელეთო ჯარების გამოყენებას, პრეზიდენტს ამაზე არაერთხელ უსაუბრია. როგორც მთავარსარდალი, ის გონივრულად იქცევა და მოქმედების ვარიანტებს არ გამორიცხავს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, თავს შევიკავებდი ნებისმიერი იმ ინფორმაციის დადასტურებისგან, რასაც ახლა კაპიტოლიუმის ბორცვზე „დემოკრატები“ პრეზიდენტის მოსაზრებების შესახებ ამბობენ“, - განუცხადა ლევიტმა ჟურნალისტებს.