„ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ - განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
1773169772
ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილა რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხი - ეს არის ენერგომატარებლებზე იმ მზარდ ფასებთან ბრძოლის გადაუდებელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია, - განუცხადეს CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.
ამ პოტენციური ნაბიჯის მიზანი ნავთობის გლობალური მიწოდების გაძლიერება და ჰორმუზის სრუტის მეშვეობით გადაზიდვების ფაქტობრივი შეჩერების დაბალანსებაა, რამაც გასული კვირის განმავლობაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ორშაბათს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა ამ სანქციების შესაძლო შემსუბუქებაზე და პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ გვაქვს სანქციები დაწესებული გარკვეულ ქვეყნებზე“ და „ჩვენ ვაპირებთ მოვხსნათ ეს სანქციები, სანამ ვითარება არ გამოსწორდება“.
გასულ კვირას ხაზინის დეპარტამენტმა ინდოეთს დროებითი ნებართვა მისცა, შეიძინოს უკვე ზღვაში მყოფი რუსული ნავთობი აშშ-ის მხრიდან სანქციების გარეშე. თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლისთვის „მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს“ არ მოიტანს, რადგან ნავთობი ისედაც გამოუყენებლად იდგა სანაპიროსთან ტანკერებში.
მას შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სანქციების დამატებით შემსუბუქებაზე იმსჯელეს, თუმცა საკითხში ჩახედული პირები აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედების მასშტაბსა და ფარგლებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.