ნახეთ ქუჩები, სადაც წყალი დილამდე შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს
1782239674
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა. ამის მიზეზი გახდა ანდრეი ბაბიშის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, პეტერ პაველი იმ დელეგაციის შემადგენლობაში ვერ მოხვდა, რომელიც ანკარაში NATO-ს სამიტზე მიემგზავრება.
პეტერ პაველი სარჩელში მოითხოვს, დადგინდეს, ვისი კომპეტენცია და უფლებამოსილებაა, გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მეთაურს NATO-ს სამიტზე დასწრება.
სასამართლო საკითხს 24 ივნისს განიხილავს.
პეტერ პაველის საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ ანდრეი ბაბიშის მცდელობა, „გამორიცხოს“ ის სამიტიდან, „ზღუდავს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ ფუნქციას“. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყველა მისი წინამორბედი ესწრებოდა NATO-ს სამიტებს, ისევე როგორც თავად იმყოფებოდა ყველა სამიტზე 2023 წლიდან, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ.
ცნობისთვის: მრავალთვიანი კამათის შემდეგ, ანდრეი ბაბიშმა 22 ივნისს განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაური ვერ შეძლებს ანკარაში გამგზავრებას, რადგან „ანკარის სამიტი განსხვავებული იქნება“.