ბრიტანეთში, ძაღლი დედისგან მიტოვებულ 15 იხვის ჭუკს ზრდის

ცუგა

ბრიტანეთში, ლაბრადორის ჯიშის ძაღლი სახელად ფრედი 15 იხვის ჭუკს ზრდის. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც იხვის ჭუკების დედა მოულოდნელად გაუჩინარდა, მათი „აღზრდა" საკუთარ თავზე 15 წლის ფრედიმ აიღო. 

როგორც Mirror-ი წერს, ფრედი მათ გვერდიდან არ შორდება და ყოველთვის თან დაჰყვება.