რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი დევიდ ლამი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. ამის შესახებ ლამის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ირკვევა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასა და ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების საკითხზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ორიენტირებულია ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერასა და შენარჩუნებაზე და მის გრძელვადიან შეთანხმებად გადაქცევაზე.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გადაზიდვები კვლავ თავისუფლად განახლდეს ჰორმუზის სრუტეში“, – აღნიშნავს ლამი.