რა ხდება სახლში, სადაც ყოველდღიურად საკმეველი ინთება
1738090777
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპზე, ლეო მე-XIV-ზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ჯორჯია მელონიმ განაცხადა, ტრამპის კრიტიკა პონტიფიკოსის მიმართ მიუღებელია.
„ჩემთვის პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები წმინდა მამის შესახებ მიუღებელია. პაპი კათოლიკური ეკლესიის მეთაურია და მისთვის სწორია და ნორმალური მოუწოდოს ყველას მშვიდობისკენ და ომის ნებისმიერი ფორმა დაგმოს“, - განაცხადა მელონიმ.
ცნობისთვის, ტრამპმა ლეო მე-XIV გუშინ გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.