როდიდან დათბება და გამოიდარებს საქართველოში - განახლებული პროგნოზი
1776158604
პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ისლამაბადში სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა შესთავაზა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პაკისტანურ მხარეს სურს, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ვადის ამოწურვამდე გაიმართოს.
როგორც ერთ-ერთმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა, ეს არის განგრძობადი დიპლომატიური პროცესი და არა ერთჯერადი აქცია.
ცნობისთვის, აშშ-მა და ირანმა ისლამაბადში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 11 აპრილს გამართეს.