ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ჩინეთთან უფრო „დახვეწილი ურთიერთობა“ სურს

კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მას ჩინეთთან უფრო „დახვეწილი ურთიერთობა“ სურს.

პრემიერ-მინისტრი სტარმერი სიტყვით გამოვიდა გაერთიანებული სამეფო-ჩინეთის ბიზნესსაბჭოზე, პრემიერ ლი ციანთან ერთად.

სტარმერმა პეკინში ბრიტანული ბიზნესწრეების თითქმის 60 წარმომადგენელი ჩაიყვანა, საბჭოს მუშაობაში კი ასევე მონაწილეობდნენ წამყვანი ჩინური კომპანიების გენერალური დირექტორები და თავმჯდომარეები.

„მე ღრმად მწამს, რომ უფრო ფართო და ღრმა ჩართულობა, რაზეც მთელი ამ კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით, არის გზა იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ უფრო დახვეწილი, თანამედროვეობის შესაფერისი ურთიერთობა“, - დასძინა ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა.