Bloomberg: გერმანიაში კომპანიათა ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც რუსულ სამხედრო სექტორს აღჭურვილობას აწვდიდა

გერმანია

გერმანიაში კომპანიათა ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც რუსულ სამხედრო სექტორს აღჭურვილობას აწვდიდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეჭვმიტანილია ხუთი ადამიანი, მათ შორის გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები, რომლებმაც 2022 წლის თებერვლიდან სანქციების გვერდის ავლით რუსეთს 30 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდეს.

ხუთივე ადამიანი დაკავებულია, მათი აქტივები კი გაყინული. სკანდალური საქმის კიდევ რამდენიმე მონაწილე იძებნება.