გარდაცვლილს 5 წლის შვილი დარჩა... - ავარიას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა
1770566108
ჩინეთი, ჰუნანის პროვინციის მკვიდრმა 87 ლურსმანი გადაყლაპა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
25 წლის ბიჭი საავადმყოფოში მუცელში ძლიერი ტკივილების ჩივილით მოხვდა. რენტგენმა აჩვენა, რომ მას მუცელში 4-5 სანტიმეტრის ათობით ლურსმანი ჰქონდა.
მეორე დღეს პაციენტს ოპერაცია გაუკეთეს. ქირურგები 4 საათი მუშაობდნენ.
თავადაპირველად ბიჭი ამბობდა, რომ მან შემთხვევით ნამცხვარი მიირთვა, რომელშიც ლურსმნები იყო.
თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ მან ლურსმნების ყლაპვა მეგობარ გოგოსთან ჩხუბის შემდეგ დაიწყო, რომელიც მას მიტოვებით ემუქრებოდა.