„გოგოა თუ ბიჭი?“ - ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მესამე შვილს ელოდებიან

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი

 ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მესამე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ჟანეტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოდან ამცნო გამომწერებს:

ვიდეოში ანნა პატარა დაიკოს ეკითხება:

- ლილი, შენ როგორ გგონია, ვინ იქნება დედიკოს მუცელში - გოგო თუ ბიჭი?

- გოგო. 

„დღეს გიმხელთ ჩვენი მესამე სიხარულის ამბავს. თქვენი აზრით, ლილი სწორად ფიქრობს?" - წერს ჯანეტი, ბავშვის სქესის გამხელას კი მოგვიანებით აანონსებს.