როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში – სად არის მოსალოდნელი წვიმა და თოვლი
1794806249
ბერლინში, ახალგაზრდული მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს.
პროპალესტინური ლოზუნგებით მიმდინარე დემონსტრაციაზე, მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა.
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, ფიზიკური თავდასხმის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების წესების დარღვევის მუხლებით, სულ 28 საქმეა აღძრული. აქციის მონაწილეებმა ძალოვნების წინააღმდეგ პიროტექნიკა გამოიყენეს, დაპირისპირების შედეგად კი სამი პოლიციელი დაშავდა.