1750402427
აშშ-ში სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ინდიანას შტატის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და ორი - დაიჭრა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომელსაც შეიარაღებულმა სამოქალაქო პირმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
მომხდარზე გამოძიებას ინდიანა პოლისის პოლიცია და სხვა უწყებები აწარმოებენ.