„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1780770904
აშშ-ში გარდაიცვალა ჩვილი, რომელიც დედას მანქანაში 7 საათის განმავლობაში მარტო ჰყავდა დატოვებული. ამის შესახებ ინფორმაციას DailyMail-ი ავრცელებს.
ბავშვი, რომელიც Honda Civic-ში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, მეზობლებმა აღმოაჩინეს. პოლიციის თქმით, ის მანქანაში, სადაც 80 გრადუსამდე ტემპერატურა იყო, სულ მცირე შვიდი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მშობლებს ბავშვი მანქანაში „დარჩათ“. როგორ დაავიწყდათ მცირეწლოვანი, ან წაუყენებენ თუ არა ბრალს მშობლებს ჯერ-ჯერობით უცნობია.