წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1747074305
აშშ-ში დედამ და შვილმა უნივერსიტეტი ერთ დღეს დაამთავრეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კაილი ფილდსმა მაგისტრის ხარისხი ლიბერალური ხელოვნების მიმართულებით მოიპოვა, ხოლო კაილის დედამ, ბრენდიმ ბიზნესის ადმინისტრირების.
„ამ მნიშვნელოვანი მიღწევის ჩემს შვილთან ერთად გაზიარება ის საოცარი მომენტია, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვედექით და მხარს ვუჭერდით. ამდენი წლის შემდეგ საკლასო ოთახში დაბრუნება გამოწვევა იყო. მაგრამ სხვადასხვა წარმომავლობის გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად სწავლა წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო",- ამბობს ბრენდი ფილდსი.