„თუ ეს ნივთი სახლში გაქვთ, გადააგდეთ…“ - გიორგი ღოღობერიძე მიმართვას ავრცელებს
1761929604
                                                                აშშ-ში 78 წლის ქალმა ბანკი გაძარცვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 78 წლის ბონი გუჩი მისურის შტატში მდებარე ბანკში პირბადით, სათვალითა და რეზინის ხელთათმანებით შევიდა და $25 000-ის წაღება მოახერხა. ქალმა ბარათიც დატოვა, სადაც მადლობას იხდიდა და ბანკის თანამშრომლებს შეშინებისთვის მოუბოდიშა კიდეც.
პოლიციამ, ბანკის კამერების ჩანაწერების დახმარებით, ქალი ცხელ კვალზე დააკავა. თავდაპირველად სამართალდამცველებს ეგონათ, რომ „პატარა მოხუცი ლედი" შეცდომით დააკავეს, თუმცა, მალე გაირკვა, რომ ქალბატონმა გუჩიმ ძარცვა უკვე მესამედ ჩაიდინა.