აშშ-სა და ირანს შორის, თითქმის 20-საათიანი, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა - ჯეი დი ვენსის პირველი კომენტარი

ვენსი

აშშ-სა და ირანს შორის თითქმის 20-საათიანი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ვენსმა აღნიშნა, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მისი თქმით, აშშ-მა ნათლად განაცხადა თავისი წითელი ხაზების შესახებ, თუმცა ირანი არ დათანხმდა მათ პირობებს.

„ჩვენ უბრალოდ ვერ მივაღწიეთ იმ მდგომარეობას, სადაც ირანელები ჩვენს პირობებს მიიღებდნენ“ – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

ცნობილი ხდება, რომ მხარეებმა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, ბირთვულ პროგრამასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე, პოზიციების დაახლოება ვერ შეძლეს. დიპლომატიური წყაროების ცნობით, შეხვედრები ხანგრძლივი განხილვების მიუხედავად „გარდამტეხ პროგრესს“ ვერ მივიდა.

აშშ-ის მხარე აცხადებს, რომ ირანისგან მკაფიო ვალდებულებების არარსებობა იყო მთავარი დაბრკოლება, ხოლო თეირანი დასავლეთს ზედმეტ ზეწოლასა და არარეალისტურ მოთხოვნებში ადანაშაულებს.