ცნობილია, „კანონიერი ქურდის“ ვინაობა, რომელსაც დაუსწრებლად ბრალი წარუდგინეს
1783500416
აშშ-მა შესაძლოა, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, ასე მოვიქცევი. რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? სირიის პრეზიდენტმა შესანიშნავი საქმე გააკეთა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ალ-შარააზე დადებითად ისაუბრა და მას ძლიერი და პატივსაცემი ლიდერი უწოდა, რომელმაც, მისივე თქმით, დანაწევრებული და არეულობაში მყოფი ქვეყანა გააერთიანა. ალ-შარაამ კი, ტრამპს „სანქციების მოხსნის ისტორიული გადაწყვეტილებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში 1979 წლიდან იმყოფება.