VIDEO: რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც „კურიერს“, ბიზნესმენ, ბენ ანორის ადვოკატებმა მიაწოდეს
1771411665
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2026-2030 წლების სტრატეგიულ გეგმაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ გაერომ საკუთარ მიზანს - მოაგვაროს დავები მშვიდობიანი გზით - გადაუხვია.
როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, გაეროს 2030 წლის დღის წესრიგი აშშ-ის სუვერენიტეტს, ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, აშშ ეცდება, დაბლოკოს ასეთი მიზნის მქონე რეზოლუციები.
„კერძოდ, საჭიროა განახლებული ფოკუსირება გაეროს მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვნად გადაუხვია საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიზანს. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომელიც ხელს უწყობს რბილი გლობალური მმართველობის პროგრამას, რაც, თავის მხრივ, შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენიტეტთან და ეწინააღმდეგება ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენ ვეცდებით დავბლოკოთ რეზოლუციები, რომლებიც ძირს უთხრის აშშ-ის ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს, შევაჩერებთ ან დავსახავთ პირობებს დავაწესებთ დაფინანსებაზე რეფორმების ხელშეწყობის მიზნით და ხელს შევუწყობთ აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო პროცესებს.
გარდა ამისა, დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას, რათა შეწყდეს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიები მთელ მსოფლიოში.
საერთაშორისო ორგანოების განცხადებებს, რომლებიც არ შეესაბამება აშშ-ის სუვერენულ კანონმდებლობას, არ შეუძლიათ და ვერ შეგვიზღუდავენ გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების სრულ სპექტრს ასეთი მცდელობების წინააღმდეგ,“ - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიის დოკუმენტში.