აშშ-ის მიგრაციის სამსახურმა ნიუ ორლეანში არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაკავების ოპერაცია დაიწყო - „როიტერი“

ნიუ ორლეანში არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაკავების ოპერაცია დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ ორლეანში მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ არალეგალურად მყოფი მიგრანტების დაკავების ოპერაცია მიმართულია კრიმინალური დამნაშავეების წინააღმდეგ.

ნიუ ორლეანის საქალაქო საბჭოს წევრის, ლესლი ჰარისის განცხადებით, აღნიშნული ოპერაცია ქალაქში შიშსა და შფოთვას იწვევს.

მანამდე, დონალდ ტრამპის დავალებით, მსგავსი ოპერაციები ჩაატარეს ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოსა და ვაშინგტონში.