„ერთ-ერთი წყარო ზუსტად აუზებია....“ - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს
1754505699
აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გრიპისა და „კოვიდ-19“-ის მსგავსი ვირუსების საწინააღმდეგო mRNA ვაქცინების 500 მილიონი დოლარის დაფინანსება გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი გავლენას მოახდენს 22 პროექტზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მთავარი ფარმაცევტული კომპანიები, მათ შორის Pfizer-ი და Moderna. პროექტები ითვალისწინებდა ფრინველის გრიპისა და სხვა ვირუსების წინააღმდეგ ვაქცინების შექმნას. აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, რობერტ კენედი უმცროსმა, რომელიც ცნობილია ვაქცინების მიმართ სკეპტიკური მოსაზრებებით, განაცხადა, რომ აჩერებს დაფინანსებას, რადგან mRNA ტექნოლოგია უფრო მეტ რისკს შეიცავს, ვიდრე სარგებელს ამ რესპირატორული ვირუსებისთვის.
„მონაცემები აჩვენებს, რომ ეს ვაქცინები ეფექტურად არ იცავს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისგან, როგორიცაა კოვიდი და გრიპი“, – განაცხადა კენედიმ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის დეპარტამენტი დაფინანსებას გადაამისამართებს უფრო უსაფრთხო, ფართო ვაქცინაციის პლატფორმებისკენ, რომლებიც ეფექტურები რჩებიან მაშინაც კი, როდესაც ვირუსები მუტაციას განიცდიან.