აშშ ერთგული რჩება მოლაპარაკებების, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ ერთგული რჩება მოლაპარაკებების, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რუბიოს განცხადებით, რეალური პროგრესი მიღწეულია, თუმცა დარჩენილი საკითხები ყველაზე რთულია. მისივე თქმით, აშშ ამ სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვან დროსა და ენერგიას დებს.

„არ მინდა, ვთქვა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებები პროგრესია, მაგრამ კარგია, რომ ჩართულობა მიმდინარეობს. ყველას გავაფრთხილებ, რომ ასეთ საკითხებში, როდესაც ბევრი მგრძნობიარე დეტალი არსებობს, პროგრესის შესახებ სავარაუდოდ, გაჟონვის გზითაც კი არ გახდება ცნობილი იქამდე, ვიდრე რეალური გარღვევა არ იქნება. ჩვენი მიზანია ამ პროცესის ერთგული დავრჩეთ. ჩვენ ამას ერთი წელი დავუთმეთ. ვფიქრობთ, რეალურ პროგრესს მივაღწიეთ. თუ გადავხედავთ გასული წლის ამ დროს არსებული ღია საკითხების სიას და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის თვალსაზრისით ამჟამად დარჩენილი ღია საკითხების სიას, ეს სია მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი არის ის, რომ დარჩენილი საკითხები ყველაზე რთულია. და ამასობაში, ომი გრძელდება. ასე, რომ ამ მხრივ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ამაში ძალიან მაღალ დონეზე ვახორციელებთ ინვესტიციას, ვხარჯავთ მნიშვნელოვან დროსა და ენერგიას,“ – განაცხადა მარკო რუბიომ.

ცნობისთვის, აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა. მოლაპარაკებები 5 თებერვალს გაგრძელდება. უკრაინულმა მხარემ შეხვედრას პროდუქტიული, ასევე კონკრეტულ ნაბიჯებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული უწოდა.

უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა.