„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ ქვეყანას ჯერ არ აქვს კონკრეტული მტკიცებულება, ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა.
„ამჟამად, არ გვაქვს რაიმე სახის დამაჯერებელი მტკიცებულება, თუ ვინ ისროლა რაკეტა. დიდი ალბათობით, ეს რუსული რაკეტაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გამოძიების საგანია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
მანამდე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი. უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.