„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ამერიკელმა მამაკაცმა 5 წლის წინ დაკარგული ცხვირის პირსინგი ფილტვში აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს,.
გამოცემის ცნობით, 35 წლის ჯოი ლიკინსმა ცხივრის პირსინგი 5 წლის წინ დაკარგა. ის წლების განმავლობაში მის პოვნას უშედეგოდ ცდილობდა, სანამ ერთ დღესაც შუაღამისას გაუსაძლისმა ტკივილმა არ გააღვიძა.
„შუაღამისას საშინელმა ხველამ გამაღვიძა. ზურგი საშინლად მტკიოდა, ვეღარ ვსუნთქავდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სასუნთქ გზებს რაღაც მიკეტავდა. ძალიან ცუდად ვიყავი.
შოკში ვიყავი, როდესაც რენტგენის გაკეთების შემდეგ, წლების წინ დაკარგული 1.52 სანტიმეტრი სიგრძის ცხვირის პირსინგი ფილტვის მარცხენა ნაწილში აღმოვაჩინე",- ამბობს ჯოი.