Exclusive: „მე და გიორგის არც გვიჩხუბია, არც დაშორებულები ვართ...“ - ნინო ჩხეიძის გულახდილი ინტერვიუ
1759143219
American Airlines-ის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებმა თვითმფრინავის შასის განყოფილებაში დამალული უბილეთო მგზავრის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი შარლოტას საერთაშორისო აეროპორტში ევროპიდან ჩაფრინდა. მათივე ცნობით, ტექნიკური მომსახურების პერსონალმა, ცხედარი თვითმფრინავის ტექნიკური შემოწმების დროს აღმოაჩინა.
"ჩვენ ღრმად ვართ დამწუხრებულები ამ ამბით და პოლიციას გამოძიებაში ყველა საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ", - განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა.
მედიის ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.