ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
1778615615
დროა, ევროპამ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.
„დროა, რუსეთთან საუბარი დავიწყოთ. როდის მოხდება ეს, არ ვიცი“, – განაცხადა სტუბმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ვაშინგტონის პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ აღარ შეესაბამება ევროპის ინტერესებს, ამიტომ ევროპამ მოსკოვთან პირდაპირი ურთიერთობა უნდა დაამყაროს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაფერი უნდა იყოს განხილული ჩვენს შორის, განსაკუთრებით E5-ის (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი) და საზღვარზე მდებარე სკანდინავიურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის. იქნება ეს სპეციალური წარმომადგენელი თუ ლიდერთა ჯგუფი“, – აღნიშნა სტუბმა.
როგორც სტუბი ვარაუდობს, „უკრაინაში მშვიდობა წელს შეიძლება, არ იყოს მიღწეული“.