ალა პუგაჩოვამ ისრაელის პასპორტი მიიღო - ფოტო

ალა პუგაჩოვა

რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ისრაელის პასპორტი ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში მიიღო. დოკუმენტი ძალაში მომავალ წლამდე იქნება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ადრე გავრცელდა ჭორები, რომ პუგაჩოვა ისრაელის პასპორტის მფლობელი იყო, მაგრამ ამის მტკიცებულება არ არსებობდა. ახლა კი ეს ინფორმაცია გამოცემას სასაზღვრო სამსახურების წყაროებმა დაუდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ ალა პუგაჩოვამ რუსეთი პირველად ომის დაწყებისას დატოვა და ისრაელში წავიდა. 1-ელ სექტემბრის წინა დღეს, ვარსკვლავი რუსეთში დაბრუნდა და ბავშვები სკოლაშიც კი გაგზავნა. მაგრამ მაქსიმ გალკინი საზღვარგარეთ დარჩა.

29 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პუგაჩოვამ სასწრაფოდ შეკრიბა ბავშვები და კვლავ დატოვა რუსეთი . მან ეს, ალბათ, მას შემდეგ გააკეთა, რაც გალკინს მხარი დაუჭირა და რუსეთის ხელისუფლებას „უცხოური აგენტების“ სიაში შეყვანა სთხოვა.