ახალი დეტალები Puff Daddy-ის საქმეში

პაფ დედი

უცხოური მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ერთი პოტენციური ნაფიც მსაჯულის კანდიდატურა უკან გაიწვია. 

People-ის ცნობით, პოტენციურმა ნაფიც მსაჯულმა მოსამართლეს განუცხადა, რომ  „ფულის წყალობით, Puff Daddy-ის ციხიდან თავის დაღწევა შეუძლია". 

„დიდის დიდი ფული აქვს, ასე, რომ შეუძლია თავისუფლება იყიდოს",- უთხრა 38 წლის ნაფიც მსაჯულმა მოსამართლეს. 

კითხვაზე, თუ რატომ ფიქრობდა ასე, ქალმა მოსამართლეს უპასუხა:

„არ ვიცი როგორ ავხსნა ეს. ერთხელ ვიღაცამ ჩემი გაუპატიურება სცადა, თუმცა პოლიციამ არაფერი გააკეთა. არადა მათ ბევრი რამის გაკეთება შეეძლოთ". 

შეგახსენებთ, რომ Puff Daddy-ის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს. 

რეპერს ნარკოტიკებით ვაჭრობაში, რეკეტების მოწყობასა და ქალების პროსტიტუციაში იძულებით ჩართვაში ადანაშაულებენ. 

დიდი ბრალს არ აღიარებს.