1746988990
რუსეთის აეროპორტებში კოლაფსს უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება - ვოლოდიმირ ზელენსკიმ არსებულ ვითარებას სამართლიანი უწოდა

მოსკოვსა და რუსეთის რეგიონებში მდებარე აეროპორტები ამ დრომდე შეფერხებით მუშაობენ. მიზეზი უკრაინული დრონებია. ამ დროისთვის 350 რეისი გაუქმდა ან გადაიდო, რის გამოც პრობლემები შეექმნა 60 ათას მგზავრს.
რუსეთის აეროპორტებში კოლაფსს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ არსებულ ვითარებას სამართლიანი უწოდა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალაში რჩება შეთავაზება ცეცხლის მინიმუმ 30 დღით შეწყვეტის შესახებ.