„უკვე სახლში ვარ…“ - ნუცა ბუზალაძე ჰოლივუდს დაუბრუნდა და ძვირადღირებული საჩუქრები მიიღო
1757094052
„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზად არის ნებისმიერი წინადადებისთვის, რომელიც ომს დაასრულებს.
„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ „ადასტურებს მზადყოფნას ნებისმიერი იდეისა თუ წინადადების მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელის ძალების სრულ გაყვანას ღაზის სექტორიდან, ჰუმანიტარული დახმარების უპირობო დაშვებას ანკლავში და რეალურ ტყვეთა გაცვლას სერიოზული მოლაპარაკებების გზით, რომელშიც მესამე მხარეების შუამავლობით.“
განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ დელეგაცია გაგზავნა კაიროში მოლაპარაკებებისთვის.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გაცვლაზე მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტისა და კატარის ოფიციალურ პირებთან.
ისრაელში გავრცელებული ცნობებით, შუამავლებს სურთ ისრაელს წარუდგინონ წინადადება, რომელიც ომს სრულად დაასრულებს.