„უკვე სახლში ვარ…“ - ნუცა ბუზალაძე ჰოლივუდს დაუბრუნდა და ძვირადღირებული საჩუქრები მიიღო
1757094052
იერუსალიმსა და თელ ავივში ღაზის სექტორში ომის დასრულებისა და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა.
იერუსალიმში მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბნენ. „მოღალატე” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც იყვნენ „ჰამასის“ მიერ გატაცებულების ოჯახის წევრები და ახლობლები.
მომიტინგეები მოითხოვენ ომის დასრულებას დიპლომატიური შეთანხმების გზით, რომელიც უზრუნველყოფს დარჩენილი 48 ტყვის გათავისუფლებას. ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძევლებიდან 20 ცოცხალია.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ღაზაში ომის გაფართოება სურს და ამ გზით ცდილობს, დაფაროს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის დროს დაშვებული შეცდომები.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ომი იმ შემთხვევაში შეჩერდება, თუ „ჰამასი“ ყველა მძევალს ერთდროულად გაათავისუფლებს და იარაღს დაყრის.