საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და 7 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მოწმეები იკითხებიან. დაკავებულებიდან სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ხუთს კი მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.