9 წლის გოგონას შიშველი სხეული ნაგვის პარკში იყო გახვეული - მკვლელს 38 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

 Lisa French

ისტორია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, 1973 წელს მოხდა. 9 წლის ლიზა ფრენჩი, იმ წლის 31 ოქტომბრის ჰელოუნის ღამის შემდეგ აღარავის უნახავს. მეოთხე კლასელის ძებნაში პოლიციას 5000-ზე მეტი ადამიანი ეხმარებოდა.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გაუჩინარებიდან 2 დღის შემდეგ ოფიცრებმა გოგონას შიშველ ცხედარს მიაგნეს, რომელიც ნაგვის პარკში იყო გახვეული. უცხოური მედიის ცნობით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია (ჟანგბადის უკმარისობა) გახდა. გოგონაზე მკვლელობამდე სექსუალურად იძალადეს. 

„ჩემი შვილი კეთილი ადამიანი იყო. ერთხელ მოვიდა და მითხრა, რომ სკოლაში ერთ ბავშვს ტანისამოსის ყიდვის ფული არ ჰქონდა და ამიტომ თავისი ძველი სამოსი წაუღო",-  განაცხადა ლიზას დედამ. 

პოლიციამ ლიზას მკვლელს მხოლოდ 9 თვის შემდეგ მიაგნო. ლიზას მკვლელი 25 წლის ჯერალდ ტარნერი აღმოჩნდა, რომელიც გოგონას სახლთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა.

ტარნერს მეტსახელად „ჰელოუნის მკვლელიც" უწოდეს. მისი ფსიქოლოგის განცხადებით, „ტარნერი ქალების მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა".

1975 წლის 4 თებერვალს ტარნერს 38 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.