ფრანგმა მეცნიერებმა რობოტული ხელი შექმნეს, რომლის ფასი 100 დოლარიდან იწყება

რობოტი ხელი

 Hugging Face სტარტაპია, რომელიც ყველაზე მეტად ამავე სახელწოდების AI დეველოპერული პლატფორმითაა ცნობილი. იგი ამჟამად აწარმოებს პროგრამირებად, 3D-საბეჭდ რობოტულ ხელს, რომელსაც ნივთების აღება, გადადგმა და რამდენიმე სხვა მარტივი დავალების შესრულება შეუძლია.

ეს ხელი, სახელად SO-101, არის გასულ წელს გამოსული რობოტული ხელის SO-100-ის განახლებული ვერსია. ოქტომბერში, კომპანიის რობოტიკის განყოფილებამ, სახელად LeRobot, საფრანგეთში დაფუძნებულ რობოტიკის ფირმა The Robot Studio-სთან პარტნიორობით SO-100 წარადგინა, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 100 დოლარი იყო.

 

 

 SO-101 ასევე The Robot Studio-სთან პარტნიორობით შეიქმნა და მისი ფასიც 100 დოლარიდან იწყება. წინა მოდელთან შედარებით, იგი უფრო სწრაფია და აღჭურვილია გაუმჯობესებული ძრავებით. რობოტული ხელი ამოცანების შესრულებას Reinforcement learning-ის სახელით ცნობილი AI ტექნიკის მეშვეობით სწავლობს, რაც მას საშუალებას აძლევს შეასრულოს ისეთი მარტივი დავალებები, როგორიცაა, მაგალითად ლეგოს სათამაშოს აღება და ყუთში ჩადება. 


Hugging Face-ის ინჟინერი სიმონ ალიბერტი და ხელმძღვანელი რემი კადენი, რობოტ Reachy 1-თან.
ფოტო: Léa Crespi

საინტერესოა, რომ 100 დოლარი SO-101-ის საწყისი ფასი გახლავთ. მთლიანად აწყობილ მოდელებზე დამატებითი ფასებისა და აშშ-ს მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფების გამო, ფასი 100-დან დაახლოებით 500 დოლარამდე მერყეობს და მეტწილად დამოკიდებულია მომწოდებელზე.

Hugging Face აქტიურად აფართოებს რობოტიკის მიმართულებას. ახლახან მან შეიძინა საფრანგეთში დაფუძნებული სტარტაპი Pollen Robotics. აღსანიშნავია, რომ Hugging Face-ს ამჟამად Tesla-ს ყოფილი ინჟინერი რემი კადენი ხელმძღვანელობს.