ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც ლიფტი ჩაწყდა
1790717000
ახალშობილის მშობლები ამერიკელი ქალის შვილი მეთიუ და მისი ქმარი ელიოტი არიან. ამის შესახებ CBS News-ი წერს.
სესილი ელეჯი სუროგატი იყო, რომელმაც ლგბტ წყვილის შვილი ცხრა თვე მუცლით ატარა.
საბოლოო გადაწყვეტილებამდე ამერიკელ ქალს რამდენიმე ტესტი ჩაუტარდა. დადგინდა, რომ მას ბავშვის გაჩენა შეეძლო. საკვერცხის დონორი ელიოტის და იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის დაბადებაში მონაწილეობა მთელმა ოჯახმა მიიღო.
ახალშობილ გოგოს, რომელიც 2019 წლის 25 მარტს ნებრასკას სამედიცინო ცენტრში გაჩნდა, უმა დაარქვეს. ბავშვი 5 ფუტსა და 13 უნციას (2 კილო და 32 გრამი) იწონის.