ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
სტავროპოლის მცხოვრებმა თანამეინახე დანით მოკლა და ორი დღე გვამთან ერთად მის ოთახში სვამდა.
55 წლის სტავროპოლის მკვიდრს მეგობრის მკვლელობაში ადანაშაულებენ, რის შემდეგაც მან ორი დღე გვამთან ერთად გაატარა და იმავე ოთახში სვამდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა.
გამომძიებლების ცნობით, 21 აპრილის საღამოს, ქალაქის ერთ-ერთ ბინაში მეგობრებს შორის კონფლიქტი დაიწყო. ბრალდებულმა დანა აიღო და მოწინააღმდეგეს რამდენჯერმე დაარტყა. 35 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ინციდენტის შემდეგ, ბრალდებულმა სამედიცინო დახმარებას არ მიმართა და კიდევ ორი დღის განმავლობაში განაგრძო ალკოჰოლის მიღება გარდაცვლილ მეგობართან ერთად, იმავე ოთახში. დანაშაული მაშინ გამოვლინდა, როდესაც მისი დედა მივიდა მასთან და იატაკზე მწოლიარე მამაკაცი დაინახა.
გამომძიებლებმა საკმარისი მტკიცებულებები შეაგროვეს და სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. მამაკაცს მკვლელობაში ბრალი წაუყენეს.