350 წლის განმავლობაში პირველად - დიდ ბრიტანეთში სამეფო ასტრონომის თანამდებობაზე ქალი დაინიშნა

 მიშელ დოგერტი

პროფესორი მიშელ დოგერტი პირველი ქალი გახდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ასტრონომად დაინიშნა ამ თანამდებობის არსებობის 350-წლიანი ისტორიის განმავლობაში.

BBC-სთან ინტერვიუში მან იმედი გამოხატა, რომ მისი დანიშვნა მეფე ჩარლზ მესამეს ოფიციალურ მრჩევლად ასტრონომიის საკითხებში შთაგონებას გოგოებსა და ქალებს მეცნიერებით დაკავდნენ.

„მინდა ურთიერთობა დავამყარო საზოგადოებასთან, დავაინტერესო ადამიანები იმით, რასაც ჩვენ, როგორც ასტრონომები ვაკეთებთ და ავუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამუშაო დიდი ბრიტანეთის ეკონომიკისთვის“, - განაცხადა დოგერტიმ.

ამასთან, პროფესორი დოგერტი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კოსმოსურ მისიაში მონაწილეობს: ევროპული კოსმოსური სააგენტო აგზავნის ზონდს იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრებისკენ, რომელმაც უნდა დაადგინოს რამდენად შესაძლებელია მათზე სიცოცხლის შენარჩუნება.