მეცნიერებმა შექმნეს ახალი პრეპარატი, რომელიც იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობაში ეხმარება

კიბო

მეცნიერებმა შექმნეს ახალი პრეპარატი, რომელიც იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობაში ეხმარება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ახალ მედიკამენტის მუტირებული ცილა, სახელად KRAS, რომელიც სიმსივნეების მეოთხედზეა პასუხისმგებელი, მავნე უჯრედების ზედაპირზე ამოჰყავს, იქ, სადაც ვეღარ „დაიმალება". ამგვარად, იმუნიტეტისთვის ის უკვე ხილული ხდება, რის შედეგადაც სხეულში ერთგვარი განგაშის სიგნალები წარმოიქმნება და თავდაცვითი მექანიზმი აქტიურდება.

კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა KRAS-ის სიმსივნის გავრცელების ხელშემწყობი ეფექტების შემაკავებელი მედიკამენტები მიიღეს, როგორიც სოტორასიბია. ამის მიუხედავად, მათ გასანადგურებლად სხვა საშუალება შექმნეს, რომელსაც ARS1620-ს უწოდებენ.

ის კიბოს უჯრედებს არა მხოლოდ მარტივად უკავშირდება და მის უარყოფით ზეგავლენას ბლოკავს, არამედ მუტირებულ KRAS-ს ზედაპირისკენ უბიძგებს და მასთან მიერთებული კომპლექსის სახით იმუნური სისტემა მოქმედებაში მოჰყავს. მომდევნო ეტაპზე ამას უკვე დამოუკიდებელი იმუნოთერაპია უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი მეთოდით პრეპარატების მიმართ რეზისტენტული უჯრედებიც ნადგურდება, მაგრამ ადამიანებზე ის ჯერ არ გამოუცდიათ. იქამდე მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.