მარტის ბოლოს ცაზე ხუთ პლანეტას დავინახავთ - როგორ დავაკვირდეთ იშვიათ კოსმოსურ მოვლენას

პლანეტები

არ გამოგრჩეთ პლანეტების აღლუმი, რომელიც ცაში მარტის ბოლოს გაიმართება.

25-დან 30 მარტამდე, იუპიტერი, მერკური, ვენერა, ურანი და მარსი მთვარის გვერდით რკალის ფორმით განლაგდებიან.

28 მარტის შემდეგ იუპიტერის ხედი შეიძლება დაისმა შთანთქას და მზის სინათლეში ჩაიკარგოს, ამიტომ შეეცადეთ, ამ შედარებით იშვიათი კოსმოსური მოვლენის დანახვა იქამდე მოასწროთ.

თუ გსურთ, ხუთივე პლანეტა ერთ ღამეში შენიშნოთ, გადამწყვეტი ფაქტორია დრო, ბნელი ცა და ჰორიზონტის მკაფიო ხედი.